ფინანსური და ბიზნეს სერვისები

ფინანსური მართვა, ბუღალტერია და ბიზნეს პროცესების მხარდაჭერა

Annovia აერთიანებს ფინანსურ ექსპერტიზასა და პრაქტიკულ ტექნოლოგიურ მიდგომას. კომპანიებს ვეხმარებით სრული ფინანსური კონსალტინგით, ბუღალტერიისა და ფინანსური დირექტორის აუთსორსით, მმართველობითი ანგარიშგებით, პროცესების ანალიზით და ყოველდღიური სამუშაო ინსტრუმენტების გამართვით.

ფინანსური სერვისები

ფინანსური ფუნქციის სრული მხარდაჭერა

სრული ფინანსური კონსალტინგი

ფინანსურ საკითხებს ვუყურებთ მთლიანობაში — მიმდინარე მდგომარეობიდან, ანგარიშგებიდან და კონტროლიდან ფინანსური პროცესების ორგანიზებამდე. მიზანია მენეჯმენტს ჰქონდეს სანდო ფინანსური სურათი, მკაფიო პრიორიტეტები და პრაქტიკული საფუძველი ყოველდღიური და სტრატეგიული გადაწყვეტილებებისთვის.

ბუღალტერიის აუთსორსი

ვუზრუნველყოფთ საბუღალტრო აღრიცხვის წარმოებასა და მიმდინარე საბუღალტრო პროცესების მართვას შეთანხმებული მოცულობით. დოკუმენტები, ოპერაციები და ფინანსური ინფორმაცია ერთიან, მოწესრიგებულ პროცესში ექცევა, ხოლო მენეჯმენტს საჭირო ინფორმაცია უფრო გასაგები ფორმით მიეწოდება.

ფინანსური დირექტორის აუთსორსი

როდესაც კომპანიას სჭირდება CFO ფუნქცია სრულ განაკვეთზე შიდა პოზიციის შექმნის გარეშე, Annovia ერთვება როგორც აუთსორს ფინანსური დირექტორი. მომსახურება შეიძლება მოიცავდეს ფინანსურ დაგეგმვას, ბიუჯეტირებას, ფულადი ნაკადების დაგეგმვასა და კონტროლს, მმართველობით ანგარიშგებას, ძირითადი მაჩვენებლების კონტროლსა და მენეჯმენტისთვის საჭირო ფინანსურ ანალიზს.

მმართველობითი ანგარიშგება და ფინანსური ანალიზი

ვაწყობთ მენეჯმენტისთვის საჭირო ფინანსურ ანგარიშგებას ისე, რომ ძირითადი მაჩვენებლები, ტენდენციები და განსხვავებები ერთიანი ლოგიკით გამოჩნდეს. საჭიროების მიხედვით მონაცემები შეიძლება გაერთიანდეს Excel-ში, Power BI-ში ან სხვა მორგებულ ანგარიშგების გარემოში.

ფინანსური პროცესების ავტომატიზაცია

ვპოულობთ იმ განმეორებით ფინანსურ და საოპერაციო სამუშაოებს, სადაც ტექნოლოგიას რეალური სარგებლის შექმნა შეუძლია. Excel, Power BI, SQL, RS-ის ელექტრონული სერვისები და საბანკო მონაცემები გამოიყენება ანგარიშგების, შეჯერების, კონტროლისა და ინფორმაციის მომზადების გასამარტივებლად.

ყოველთვიური ფინანსური მხარდაჭერა

თანამშრომლობა შეიძლება გაგრძელდეს რეგულარული ფორმატით: მიმდინარე ფინანსური საკითხების განხილვა, ანგარიშგების განახლება, პროცესების კონტროლი, ახალი საჭიროებების შეფასება და არსებული სამუშაო ინსტრუმენტების ეტაპობრივი გაუმჯობესება.

ბიზნეს პროცესების მხარდაჭერა

პროცესების ანალიზი, ტრენინგი და სამუშაო ინსტრუმენტების მხარდაჭერა

სამუშაო დატვირთვის ოპტიმიზაცია

ვაფასებთ, როგორ ნაწილდება სამუშაო, სად მეორდება ხელით შესასრულებელი მოქმედებები და რომელი ცვლილება შეიძლება დაეხმაროს გუნდს დროისა და რესურსის უფრო ეფექტიან გამოყენებაში.

შიდა პროცესების ანალიზი

ვიკვლევთ პასუხისმგებლობებს, ინფორმაციის მოძრაობას და კონტროლის წერტილებს, რათა გამოიკვეთოს სად იკარგება დრო, სად ჩნდება შეცდომის რისკი და რა შეიძლება გამარტივდეს.

თანამშრომელთა ტრენინგი

ვატარებთ პრაქტიკულ ტრენინგებს Excel-ის, ანგარიშგების, მონაცემებთან მუშაობისა და დანერგილი ინსტრუმენტების გამოყენებისთვის, რეალურ სამუშაო ამოცანებზე დაყრდნობით.

Excel და სამუშაო ინსტრუმენტების მხარდაჭერა

ვმუშაობთ არსებულ Excel ფაილებთან, ანგარიშებთან, შაბლონებსა და ყოველდღიურ ციფრულ ინსტრუმენტებთან; ვასწორებთ პრობლემურ ნაწილებს და ვეხმარებით გუნდს მათ სწორ და თანმიმდევრულ გამოყენებაში.

ყოველთვიური მხარდაჭერა

ვთავაზობთ მუდმივ მხარდაჭერას, პროცესების პერიოდულ გადახედვას, ანგარიშგების განახლებას, პრობლემების მოგვარებასა და ახალი საჭიროებების ეტაპობრივ განვითარებას.

ერთჯერადი კონსულტაციიდან მუდმივ მხარდაჭერამდე

თანამშრომლობა შეიძლება დაიწყოს ერთი კონკრეტული საკითხის შეფასებით, გაგრძელდეს ფინანსური ან ბიზნეს პროცესების სრულ მიმოხილვამდე, გუნდის ტრენინგამდე ან გადაიზარდოს ყოველთვიურ მხარდაჭერაში.

განვიხილოთ თქვენი საჭიროება