← ყველა პროექტი
დასრულებული მონაცემთა ინტეგრაცია

RS და ბანკების მონაცემთა ინტეგრაცია

RS-ის ელექტრონული სერვისებიდან და ბანკების API-ებიდან მონაცემების მიღება შედარების, კონტროლის, აუდიტისა და სამომავლო ანგარიშგებისთვის.

ინდუსტრია
ფინანსური მონაცემები და კონტროლი
კატეგორია
მონაცემთა ინტეგრაცია
RS და ბანკების მონაცემთა ინტეგრაცია
01 · ამოცანა

რა საჭიროება იდგა პროექტის უკან

საბუღალტრო პროგრამაში არსებული ინფორმაცია საჭიროებდა დამოუკიდებელ შედარებას RS-ისა და ბანკების მონაცემებთან. ხელით ჩამოტვირთვა და შეჯერება ართულებდა გაყიდვების კონტროლს, აუდიტს, დაგვიანებული გატარებების აღმოჩენასა და შეცდომების დროულად გამოვლენას.

02 · ჩვენი გადაწყვეტა

როგორ გადავჭერით ამოცანა

ეს პროექტი არ ქმნის საბუღალტრო გატარებებს და არ ცვლის საბუღალტრო პროგრამას. სისტემა მხოლოდ იღებს ხელმისაწვდომ ინფორმაციას RS-ის ელექტრონული სერვისებიდან და BOG-ის, ProCredit-ისა და TBC-ის API-ებიდან, ინახავს მას სტრუქტურირებულად და ამზადებს საბუღალტრო მონაცემებთან შედარებისთვის.

ძირითადი ფუნქციები

RS-ის ხელმისაწვდომი ელექტრონული მონაცემების ჩამოტვირთვა

BOG-ის, ProCredit-ისა და TBC-ის API მონაცემების მიღება

პერიოდული და კონტროლირებადი მონაცემთა შეგროვება

SQL ბაზაში სტრუქტურირებული შენახვა

შედარებისა და ანგარიშგებისთვის მომზადებული მონაცემები

შედეგი

გაყიდვების ანგარიშების დამატებითი გადამოწმება

აუდიტისა და შეჯერების პროცესის გამარტივება

დაგვიანებული საბუღალტრო გატარებების გამოვლენა

ინფორმაციის სიზუსტისა და კონტროლის გაუმჯობესება

მსგავსი საჭიროება გაქვთ?

მოგვიყევით თქვენი პროცესისა და ამოცანის შესახებ.

დაგვიკავშირდით